„ზუსტად ვიცი, დღეს რომ ჩვენი ან ნებისმიერი სხვა ეფექტური მთავრობა იყოს საქართველოში, სიკვდილიანობა სამჯერ ან ოთხჯერ ნაკლები იქნებოდა. რაღას ავაშენეთ ჩემს დროს 150 თანამედროვე საავადმყოფო, თუ ძველი საბჭოთა საავადმყოფოების პირობებშიც კი, უკრაინას ბევრად უკეთესი მაჩვენებელი ექნებოდა?!“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა უბედურებასთან ერთად ახლანდელმა ხელისუფლებამ მიგვაჩვია, რომ საქართველოში არის ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გარდაცვალების მაჩვენებელი, ბოლო 3 დღეში კი, ქვეყანაში, კოვიდით 140 ადამიანი გარდაიცვალა.
„ბოლო 3 დღეში საქართველოში კოვიდით 140 ადამიანი გარდაიცვალა. ყველა უბედურებასთან ერთად ჩვენ მიგვაჩვიეს, რომ საქართველოში არის ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გარდაცვალების მაჩვენებელი. ეს იმ პირობებში, როცა საქართველოში ბიზნესს ათმაგად მკაცრი შეზღუდვები დაუწესეს, ვიდრე უკრაინაში. თითქმის მთელი დრო, ყველა კაფე და მაღაზია მუშაობდა კიევსა და ოდესაში და ტურისტულ სექტორზე დამოკიდებულ საქართველოში დრაკონულად მოკეტეს ყველაფერი.
თითქოს არაფერი და გავატარეთ ტიკარაძის აღიარება, რომ ძირითადად ხალხი იღუპება საავადმყოფოში აკიდებული დამატებითი ინფექციის გამო. მაშინ რაღას ავაშენეთ ჩემს დროს 150 თანამედროვე საავადმყოფო, თუ ძველი საბჭოთა საავადმყოფოების პირობებშიც კი, უკრაინას ბევრად უკეთესი მაჩვენებელი ექნებოდა. ზუსტად ვიცი, დღეს რომ ჩვენი ან ნებისმიერი სხვა ეფექტური მთავრობა იყოს საქართველოში, სიკვდილიანობა სამჯერ ან ოთხჯერ ნაკლები იქნებოდა?!“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press