1938 წლის 20 ნოემბერს ქუთაისში დაბადებული ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ციალა გურგენიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მან 1963 წელს, შ. რუსთაველი სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა.
1964 წლიდან იყო თბილისის მუსკომედიის თეატრის წამყვანი მსახიობი; შესრულებული აქვს რამდენიმე ათეული მთავარი როლი, მათ შორის: ბუჭუტა (შ. ჯოჯუა "უცნაური მკვლელობა"), ბოლოქანქარა (ს. ცინცაძე "სიმღერა ტყეში"), მარიტა (ო. თევდორაძე "შვეიკი მიდის ფრონტზე"), ეკა, დოფინა (შ. მილორავა "სიმღერა თბილისზე", "გზა, ყარამანს ქალი მოჰყავს"), ლოტა, მირანდოლინა, მარგო (გ. ცაბაძე "ჩემი შეშლილი ძმა", "მირანდოლინა", "კურკას ქორწილი"); სხვა რეპერტუარი: ანჟელიკა (მოდუნიო "შავი ურჩხული"), ჩანიტა (მილიუტინი "ჩანიტას კოცნა"), თელი (ჰაჯიბეკოვი "არშინ მალალან"), მარჯორი (ლოუ "ჩემი მშვენიერი ლედი").
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press