Foto

საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონ” შტამის 600 შემთხვევაა დადასტურებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში „ომიკრონ” შტამის 600 შემთხვევაა დადასტურებული.

„7 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 600 შემთხვევა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი.