Foto

ჯანმო - „ომიკრონი” შესაძლოა, ახალგაზრდებსა და მოხუცებში ნაკლებად მძიმეა, მაგრამ მსუბუქი ნამდვილად არ არის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, „ომიკრონის“ შტამი შესაძლოა, ახალგაზრდებსა და მოხუცებში ნაკლებად მძიმეა, თუმცა მსუბუქი ნამდვილად არ არის.

ჯანმოს დირექტორის განცხადებით, „ომიკრონის“ გამოც ხვდებიან ადამიანები საავადმყოფოებში და კვდებიან კიდეც.

„ომიკრონი“ მართლაც ნაკლებად მძიმე ჩანს, ვიდრე კორონავირუსის „დელტა“ შტამი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის უნდა დავახასიათოთ, როგორც მსუბუქი. „ომიკრონის“ გამოც ხვდებიან ადამიანები საავადმყოფოებში და კვდებიან კიდეც“, - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.