პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კვლავ ახდენენ ადამიანის სიკვდილით სპეკულირებას, სიაში წერია, რომ არის მოკითხული მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ოპერატორი. - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა UNESCO-ს მიერ ლექსო ლაშქარავას 2021 წლის მოკლული ჟურნალისტების სიაში დამატებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, UNESCO არ გახლავთ საგამოძიებო და დასკვნებს არ აკეთებს ამასთან დაკავშირებით.
„UNESCO არ არის საგამოძიებო ორგანო. იცით, რომ გამოძიება მიდის, მათ შორის, ექსპერტიზა ჩატარებულია. შესაბამისად, ამაზე პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების ფარგლებში გააკეთებენ განცხადებას.
გახსოვთ, რომ თავის დროზე გაკეთდა განცხადებები, მათ შორის, ოჯახის ექსპერტის მხრიდანაც გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებთან დაკავშირებით. არ მინდა, ამ დეტალებში შევიდე, სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კვლავ ახდენენ ადამიანის სიკვდილით სპეკულირებას, მით უმეტეს, შობის დღესასწაულზე. ვინც ნახა ეს სია, იქ წერია, რომ არის მოკითხული მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ოპერატორი. UNESCO არ გახლავთ საგამოძიებო და დასკვნებს არ აკეთებს ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს UNESCO- გამოაქვეყნა სია, მოკლულ ჟურნალისტებს "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავაც დაემატა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press