„მივედი და საშობაო ნობათი გადავეცი“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის N12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შემდეგ.
მისივე თქმით, ექს-პრეზიდენტი ფიზიკურად განსაკუთრებულად ცუდად არ გამოიყურება.
„ჩემი შეფასება არ არის სანდო, მე არ ვარ ექიმი და გამოცდილება არ გამაჩნია, მე რაც შემიძლია გითხრათ, აბსოლუტურად ადეკვატურია. რამდენდაც შემიძლია ვთქვა, განსაკუთრებით არაფერი მეჩვენა, გარდა იმისა, რომ ფრმკრთალია და მგონი, კიდევ გამხდარი. წინა შეხვედრებზე ყოველთვის მთხოვდა წერილი გამომეტანა, მაგრამ ახლა არაფერი მსგავსი. ჩვენი საუბრის თემა არსობრივადაც და დროის მიხედვითაც შობის დღესასწაული იყო. რა თქმა უნდა, მისი სიხარული დიდი იყო, მივედი და საშობაო ნობათი გადავეცი“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზა.
ფიზიკური ანგარიშსწორება ეს მსუბუქი ნათქვამია, ა...
არც კი მინდა წარმოვიდგინო იმ მასშტაბური ძალადობ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
Mana press