Foto

რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო რაზმი კვლავ გადასხა

ალმათის და ჟეტიგენის აეროდრომების მიმართულებით, რუსეთმა სამხედრო რაზმი კვლავ გადასხა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის ფედერაციამ ყაზახეთში ჯარისკაცები თორმეტი Ил-76 და Ан-124 ტიპის სამხედრო თვითმფრინავით გადაიყვანა.

მედიის ცნობით, ამ დროისთვის,ყაზახეთში, სულ 3 000-ზე მეტი რუსი სამხედროა ჩაყვანილი.

ამ დროისთვის, ყაზახეთში, მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ქუჩებში პოლიცია პატრულირებს. ისმის სროლის ხმაც.