Foto

ლინას ლინკევიჩუსი - რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მხოლოდ გარე საფრთხე არ არის, სააკაშვილის დევნა კონსოლიდაციას ვერ გააუმჯობესებს

ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ტვიტერზე წერს, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები მხოლოდ გარე საფრთხე არაა.

მისივე თქმით,  პოროშენკოსა და სააკაშვილის დევნა ძველმოდურია და კონსოლიდაციას  ვერ გააუმჯობესებს.

"რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ქმედებები - არაა მხოლოდ გარე საფრთხე. ეს არის ტესტი შიდა ერთიანობის, ერთიანობისა და გამძლეობის უკრაინასა და საქართველოში. ყოფილი პრეზიდენტების პოროშენკოსა და სააკაშვილის დევნა ძველმოდურ დროს გვაგონებს და კონსოლიდაციას  ვერ გააუმჯობესებს ", - წერს ლინკევიჩუსი ტვიტერზე.