ყაზახეთში საპროტესტო აქციებისას სამართალდამცავებმა 4 000 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაპირისპირების დროს 18 სამართალდამცავი და 26 აქტივისტი დაიღუპა.
მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, რომ სამხედროებმა ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გახსნან.
ცნობისთვის, 4 იანვარს ყაზახეთის ხელისუფლებამ თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გაგრძელდა. ამასთან, მასობრივი არეულობის ფონზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press