აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის უენდი შერმანის განცხადებით, ვაშინგტონი მხარს უჭერს პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნებმა დამოუკიდებლად უნდა აირჩიონ, თუ რომელ ალიანსებს შეუერთდებიან.
აღნიშნული განცხადება უენდი შერმანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან შეხვედრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ერთგულია სუვერენტიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენუი ერების თავისუფლების მიმართ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, უენდი შერმანმა დაადასტურა, რომ აშშ მიესალმება დიპლომატიური გზით მიღწეულ ნამდვილ პროგრესს.
„აშშ განიხილავს გარკვეულ ორმხრივ საკითხებს რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგში, მაგრამ არ განიხილავს ევროპის უსაფრთხოებას ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე“, - აღნიშნულია აშშ-ის საგარეო უწყების განცხადებაში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press