საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი აცხადებს, რომ ცენტრ "ემპათიას" მიერ გაგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე დღეს პროკურატურას მიმართავს.
როგორც "მთავარ არხთან" ევგენი გრუშოვეცი, ამბობს საქართველოს მთავრობა მინისმალისტურ სტანდარტებს არ ითვალისწინებს და პატიმრის ჯანმრთელობის უფლებას არ იცავს.
ამასთან ადვოკატის განცხადებით, რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ უცნობია სააკაშვილის ჯანმრთეობის მდგომარეობაც.
"ცენტრ ემპათიის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტები შევისწავლეთ და პროკურატურაში დღეს განცხადებას დავწერთ. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის რამდენიმე გამოძიებას დაიწყებს, მათ შორის იმ ექიმების წინააღმდეგ, ვინც არასწორი დიაგნოზი დასვეს და მკურნალობის არასწორი კურსი ჩაატარეს.
ადამიანის უფლებების დარღვევასთან გვაქვს საქმე, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ამ მინიმალურ სტანდარტებს არ ითვალისწინებს და პატიმრის ჯანმრთელობის უფლებას არ იცავს, ეს კანონდარღვევაა. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის ამ ქმედებებით მიხეილ სააკაშვილს სერიოზული საფრთხე ემუქრება. რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ არ ვიცით რა სახის მედიკამენტით მკურნალობენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ან საერთოდ მისაღებია თუ არა მკურნალობის ის კურსი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენი გრუშოვეცმა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press