საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი დაცვისქვეშმყოფთან დახურული კომუნიკაციას ითხოვს და ამ პროცესში დახმარებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და სახალხო დამცველს სთხოვს.
ადვოკატის თქმით, მიუხედავად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა მასთან ამ დრომდე მის მკურნალ ექიმს არ უშვებენ.
"დღემდე უკანონოდ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მის მკურნალ ექიმს, ეს იმ პირობებში, როდესაც მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ბუნებრივია, რომ არის მნიშვნელოვანი და არსებითი დარღვევა სააკშვილის ფუნდამენტური უფლებების. ასევე, ადვოკატებს არ გვაძლევენ მასთან პერსონალურად დახურული ფორმის კომუნიკაციის საშუალებას, მოვითხოვთ საჯაროდ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა კანონით დადგენილი წესით მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის და ამ პროცესში დახმარებას ვთხოვთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, სახალხო დამცველს და ნებისმიერ დაწესებულებას, ვისაც აქვს შესაძლებლობა, რომ რაიმე გავლენა მოახდინოს ამ დაცვის უფლების რეალიზებაზე.", - განაცხადა საძაგლიშვილმა
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press