„თუ საზოგადოებრივი მოთხოვნა არის, რომ ვერ კმაყოფილდება ხალხის და ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მოთხოვნები, პროტესტი არის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა და რა თქმა უნდა, პროტესტის სხვადასხვა ფორმა იქნება გამოყენებული“, - აღნიშნულის თაობაზე „ენმ“-ის პოლიტსაბჭოს ახალმა თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიაში ცვლილებები, რეალურად, მათივე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად განხორციელდა.
„ის, რაც მოხდა, რეალურად ეს არის პარტიის გაძლიერება. ნიკა მელია გახლავთ პარტიის თავმჯდომარე, ამავე დროს ის დროებით ითავსებდა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ფუნქციას. ამ დროს პოლიტსაბჭოში ძალიან ბევრი სამუშაოა, ბევრი გასაკეთებელი საქმეა, რასაც სჭირდება სწორი მენეჯმენტი. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ „კობა იქნება შენ გადაინაცვლო აქ და ამ ფრონტზე იყო. მოვიწვიოთ პეტრე ცისკარიშვილი, რომელსაც ძალიან კარგი ორგანიზატორული თვისებები გააჩნია“. ხომ არ გგონიათ, ვინმე სიხარულით მიილტვის იმისკენ, რომ რაღაც თანამდებობა დაიკავოს?! - ჩვენთან, პარტიაში ეგრე არ არის, პირიქით. ეს უზრუნველყოფს პარტიის უფრო კარგ ფუნქციონირებას, მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება. თუ საზოგადოებრივი მოთხოვნა არის, რომ ვერ კმაყოფილდება ხალხის და ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მოთხოვნები, პროტესტი არის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა და რა თქმა უნდა, პროტესტის სხვადასხვა ფორმა იქნება გამოყენებული“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press