აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ეუთოში იან კელი, აცხადებს რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობით იმედგაცრუებულია.
მისივე განცხადებით, საქართველო უკრაინას გვერდით არ უდგას.
"მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით. ჩვენ საკმარისად არ გაგვიგია საქართველოს ხმა. არ გვინახავს მრავალმხრივი, აქტიური რიტორიკა, მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რაიმე კონკრეტული დახმარების შეთავაზება, პრემიერ-მინისტრების ზარები... ისე ჩანს, რომ მთავრობას ურჩევნია თავი ჩახაროს, ვიდრე გვერდით დაუდგეს პარტნიორ ქვეყანას, რომელიც ახლა იმავეს გადის, რაც საქართველომ გაიარა. ისინი რჩებიან ჩუმად. ვფიქრობ, საქართველოს ბევრად მეტი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა შეუძლია უკრაინისთვის", - ამბობს აშშ-ის ყოფილი ელჩი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press