მსოფლიოში პირველად ადამიანს, გენმოდიფიცირებული ღორისგან გული გადაუნერგეს.
ექიმების თქმით, ოპერაციიდან 3 დღის შემდეგ 57 წლის დევიდ ბენეტი თავს კარგად გრძნობს.
ტრანსპლანტაცია მისტერ ბენეტის სიცოცხლის გადარჩენის უკანასკნელი იმედია, თუმცა ჯერ უცნობია, რამდენი ხნით გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს ოპერაცია.
"ეს იყო ან მოკვდი, ან გააკეთე ეს გადანერგვა. ეს ჩემი ბოლო არჩევანია" - თქვა ბენეტმა ოპერაციამდე ერთი დღით ადრე.
ააშშ-ს სამედიცინო მარეგულირებლის მიერ მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმებს მიენიჭათ სპეციალური დისპენსაცი პროცედურის ჩასატარებლად, იმის საფუძველზე, რომ ბატონი ბენეტი სხვა შემთხვევაში მოკვდებოდა.
სამედიცინო ჯგუფებისთვის ეს ოპერაცია წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების კულმინაციაა და მან შეიძლება მთელ მსოფლიოში ცხოვრება შეცვალოს.
ქირურგ ბარტლი გრიფიტის განცხადებით, ამ ოპერაციით მსოფლიო „ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება ორგანოთა დეფიციტის კრიზისის მოგვარებას“.
ცნობისთვის აშშ-ში ყოველდღიურად 17 ადამიანი ტრანსპლანტაციის მოლოდინში იღუპება, გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 100000-ზე მეტი ადამიანია რიგში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press