თეთრი სახლის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ, უკრაინისთვის 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება „საიდუმლოდ“ გამოყო.
როგორც CNN News იუწყება, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის საბროძოლო მასალის, სამედიცინო აღჭურვილობისა და რადიოლოკაციური დაზვერვის საშუალებების მწოდებას აპირებს.
უცხოური გამოცემის ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილება, 2021 წლის დეკემბერში, ჟენევაში რუსეთთან დაგეგმილ მოლაპარაკებამდე რამდენიმე კვირით ადრე, კონგრესისგან დამოუკიდებლად მიიღო. ხაზგასასმელია, რომ ფედერალური მთავრობის საკანონმდებლო ორგანომ, ამბის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ იანვარში მიიღო.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯო ბაიდენმა გასულ დეკემბერს, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტიდან, ქვეყანა უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარების გაწევას ითვალისწინებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press