Foto

აშშ-ის სენატორები ბაიდენს - რუსეთს ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გაფართოებაზე ვეტოს უფლება არ აქვს

აშშ-ის 9 სენატორმა ქვეყნის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, წერილით მიმართეს, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ რუსული აგრესიის პირისპირ მხარდაჭერას გამოხატავენ.
მათი განცხადებით, რუსეთს ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გაფართოებაზე ვეტოს გამოცხადების უფლება არ გააჩნია. შესაბამისად, ნატო-ს კარი ღია რჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ, შეასრულონ ნატო-ს წევრობის ვალდებულებები ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში.
წერილში აღნიშნულია ისიც, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს უჭერენ პრინციპს, რომ უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება ან დისკუსია უკრაინის გარეშე არ შედეგება. იგივე პრინციპიც უნდა გავრცელდეს საქართველოს შემთხვევაშიც.

„რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გაფართოებაზე, ამას მხოლოდ ნატო-ს წევრები გადაწყვეტენ. აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს უჭერენ პრინციპს, რომ უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება ან დისკუსია არ შედეგება უკრაინის გარეშე. ეს უნდა გავრცელდეს საქართველოს შემთხვევაშიც. ნატო-ს კარი ღია რჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ, შეასრულონ ნატო-ს წევრობის ვალდებულებები და, რომელთა წევრობასაც წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში“, - აღნიშნულია განცხადებაში