ესპანეთის პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, იგი გეგმავს, რომ ევროპის ოფიციალურ პირებს კორონავირუსის ენდემურ დაავადებად მიჩნევის საკითხის განხილვისკენ მოუწოდოს.
პედრო სანჩესის თქმით, Covid – 19-ის მიზეზით სიკვდილიანობა უწინდელთან შედარებით, მკვეთრად შემცირდა, რის გამოც, იგი მარტივი სიმპტომებით, სისტემატურად გავრცელებულ ვირუსად, უკვე შეიძლება, რომ ჩითვალოს.
პრემიერმინისტრის განმარტებით, ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებმა, დროა, შეცვალონ ის დეტალიზებული აღრიცხვის სისტემა, რომელსაც პანდემია საჭიროებს.
ბოლო ცნობებით, ესპანეთის ჯანდაცვის ორგანიზაცია, მონიტორინგის იმ სისტემაზე მუშაობს, რომლის გამოყენებითაც ყოველი ახალი ინფექციის აღნუსხვა და სიმპტომების მქონე ადამიანთა ტესტირება, უკვე სავალდებულო აღარ იქნება.
ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაციას კი, კორონავირუსის პანდემიიდან ენდემურ ფაზაზე გადასასვლელად, საჭიროდ არა ვირუსის გაქრობა, არამედ გავრცელების სიხშირის შემცირება და ინფიცირების სიმპტომების შესუსტება მიაჩნია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press