ცინიზმის მწვერვალი იყო ხელისუფლების მხრიდან, სასამართლომ ძალიან აშკარად შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმებაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
ადვოკატი განმარტავს, რომ გადწყვეტილება მოსამართლემ 2 კვირაში მიიღო, რაც წარმოუდგენელია და მიუთითებს იმაზე, რომ პოლიტიკური დაკვეთა შესრულდა.
"ეს იყო ცინიზმის მწვერვალი ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული მოსამართლე, ციცინო როხვაძე როგორ რეპრესიული მანქანის ჭანჭიკი, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ნაწილში სასამართლოც ჩართული უნდა ყოფილიყო აუცილებლად და ნიშანდობლივია ისიც, რომ სასამართლომ აი ეს პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა ძალიან აშკარად, არც კი ეცადნენ, რომ რაღაც დაემალათ, იმიტომ რომ დაახლოებით 2 კვირაში მიიღო გადაწყვეტილება როხვაძემ საჩივრის წარდგენის შემდეგ, 1-დან 10-მდე ისედაც დასვენების დღეები იყო და სამუშაო დღეებს თუ ავიღებთ, 2 კვირა დასჭირდა სულ რაღაც საჩივარზე გადაწყვეტილების მისაღებად. წარმოუდგენელია ამ დროში გადაწყვეტილების მიღება თუ არ არის არანორმალური პოლიტიკური ინტერესი", - თქვა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press