"არც მწვადი დაწვეს და არც შამფური". - ასე შეაფასა სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ოპოზიციონერმა ლიდერმა გიგი უგულავამ.
გიგი უგუავას განცხადებით, ხელისუფლების გადაწყვიტა რომ, ბოლომდე ბრუტალობაზე არ წასულიყო, რადგან საერთაშორისო თვალსაზრისით პოლარიზაციას გამოიწვევდა.
"ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე ბრუტალობაზე არ წასულიყო, რადგან საერთაშორისო თვალსაზრისით ისევე, როგორც შიგნით, ისედაც კრიზისია კიდევ უფრო პოლარიზაციას გამოიწვევდა. თვითონ ეს საქმე პროკურატურის მხრიდან სამართლებრივი თაღლითობა იყო. ძალიან კარგად იცოდა ყველა პროკურორმა, მათ შორის, შოთაძემაც, რომ არანაირი ფულის გათეთრება ამ საქმეში არ იყო, მაგრამ სამი წელი აწვალეს ხალხი, დახარჯეს ბიუჯეტის ფული ამ სისულელეში და დაადგინეს შუალედური - არც მწვადი დაწვეს და არც შამფური. დაჭერა არ უნდოდათ, მაგრამ მისცა პიარს, კოლექტიურ ოხანაშვილს საკვები, რომ ილაპარაკონ აი, ხომ ვამბობდით ესენი დამნაშავეები არიან. ", - განაცხადა გიგი უგულავამ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press