ძალიან ნათელია ის სიყალბე, რომელიც მოვისმინეთ მოსამართლის პირით. - ასე შეაფასა პარტია "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მისივე თქმით, მზადაა ყველა ადამიანს გვერდით დაუდგეს ვინც სახელმწიფოსგან უსამართლობის მსხვერპლი იქნება.
"მე მინდა ყველას გადაგიხადოთ, მადლობა დავიწყებ მედიათი და იმ ადამიანებით, რომლებიც აქ ხართ. ყველას დიდი მადლობა, პოლიტიკოსებს, რიგით მოქალაქეებს, ჩვენს მხარდამჭერებს, ეს ნამდვილად არის იმ სოლიდარობის დადასტურება როცა, სიმართლისათვის ბრძოლა გვაერთიანებს. პირობას გაძლევთ დავდგები ყველა იმ ადამიანის გვერდით, თუ დავინახე რომ სახელმწიფო უსამართლოდ დააპირებს ვინმეს დაჩაგვრას, ეს იქნება ჩემი მთავარი საკითხი. რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, ძალიან ნათელია ის სიყალბე, რომელიც მოვისმინეთ მოსამართლის პირით. ჩვენ გვედავებოდნენ 12 წლის წინანდელი, 2008 წელს ვითომდა ფულის გათეთრების მუხლით და უცებ ეს მუხლი გაქრა და 4 წლის შემდეგ 2012 წელს თურმე თაღლითობა ჩაგვიტარებია, რომელზეც გამოძიებაც კი არ არის ჩატარებული, არ არ არის დადგენილი არც დაზარალებული, არც მომჩივანი. ეს არის ნონსენსი, ეს არის ის სასამართლო, რომლის დემონტაჟიც უნდა მოვახდინოთ ჩვენ და საზოგადოებამ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press