Foto

იენს სტოლტენბერგის - ნატო-რუსეთის დღევანდელი შეხვედრა პრობლემების განხილვის დროული შესაძლებლობაა

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში, ნატო-სა და რუსეთს შორის მიმდინარე სხდომას ეხმაურება და მხარეებს შორის დიალოგის მნიშვნელობის შესახებ ყურადღებას ამახვილებს.

მისი განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ევროპული უსაფრთხოებისთვის, პრობლემების განხილვის დროული შესაძლებლობაა.

„ნატო-რუსეთის საბჭოს დღევანდელი შეხვედრა მიმდინარეობს. ეს ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ დროს დიალოგის დროული შესაძლებლობაა. როდესაც დაძაბულობა მაღალია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დავსხდეთ საერთო მაგიდასთან და ჩვენი პრობლემები განვიხილოთ“, - წერს იენს სტოლტენბერგი „ტვიტერ“-ზე.