Foto

უკრაინის საზღვართან ახლოს, რუსული სამხედრო წვრთნები დაიწყო

სამხედრო წვრთნებში, რომლებიც რუსეთმა უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ახლოს დაიწყო, 3 000-მდე ჯარისკაცი და 300-მდე სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.

უცხოური მედიის ცნობით, სამხედრო მზადება ბელგოროდის, ვორონეჟის, ბრიანსკისა და სმოლენსკის ოლქებში მიმდინარეობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სამხედრო ძალების წვრთნები საკონტროლო სროლებს, სამხედრო მსვლელობის ორგანიზებასა და საყრდენი პუნქტების აღჭურვას უკავშირდება.