Foto

ბორის ჯონსონმა პირველი ლოკდაუნის დროს, წვეულებაზე დასწრებისთვის საჯარო ბოდიში მოიხადა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსომა კორონავირუსის პირველი ლოკდაუნის დროს, კერძო წვეულებაზე დასწრების გამო, ბოდიში მოიხადა. ამბის შესახებ BBC News იუწყება.

„მინდა ბოდიში მოვიხადო. ვიცი, მილიონობით ადამიანმა წარმოუდგენელი მსხვერპლი გაიღო, უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში. ისინი თავიანთ ახლობლებსა და ნათესავებს შესაბამისად ვერ გამოემშვიდობნენ... ვიცი, იმ სიბრაზის შესახებაც, რომელსაც ჩემი და ჩემი მეთაურობის ქვეშ მყოფი ხელისუფლებისადმი გრძნობენ... მე ჩემ გულწრფელ ბოდიშს გთავაზობთ“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, გამართული წვეულება სამსახურეობრივ საქმიანობას ეხებოდა, ქვეყნის ოპოზიციური ძალები აღნიშნულ ფაქტს, მაინც აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ დროა, პრემიერმა „საცოდავი“ თავისგასამართლებელი მიზეზების ძებნა შეწყვიტოს.