„მიიჩნევს, რომ დღის წესრიგის მთავარი თემა არის და უნდა იყოს კიდევაც ის, თუ რა მდგომარეობაშია ქართველი ხალხი და საქართველოს სახელმწიფო, რომელიც მიტაცებულია. მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთაც და ტყვეობაც უკავშირდება სწორედ ამას“, - აღნიშნულის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ექს-პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს სწორედ ისე გრძნობს, როგორც ადამიანი, რომელსაც არაჰუმანურად და ღირსების შემლახავად მოექცნენ.
„თავს გრძნობს ისე, როგორც ადამიანი, რომელიც იმყოფება იმ სისტემაში, რომელთანაც მას არაჰუმანურად და ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ. ვისაუბრეთ ხვალინდელ პროცესზე, დაახლობეით იმ შტრიხებზე, რა შეიძლება იყოს, როგორ, რაზე უნდა ისაუბროს და ა.შ. აზრები გავცვალეთ. დანარჩენს ხვალ ის თვითონ ისაუბრებს დაწვრილებით, უბრალოდ ერთი რემარკა მინდა გავაკეთო - ის მიიჩნევს, რომ დღის წესრიგის მთავარი თემა არის და უნდა იყოს კიდევაც ის, თუ რა მდგომარეობაშია ქართველი ხალხი და საქართველოს სახელმწიფო, რომელიც მიტაცებულია. ამიტომ სრულიად მისი პირადი პოზიციაც არის და ეთანხმება იმ პოლიტიკოსების პოზიციას, ვინც ამგვარად მიიჩნევს სწორედ და ფიქრობს, რომ მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთაც და ტყვეობაც უკავშირდება სწორედ ამას და არა პირიქით, დანარჩენზე თვითონ ისაუბრებს დაწვრილებით და მოვისმენთ ხვალ“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press