Foto

მეტი გამჭირვალობა და შეიარაღების კონტროლის გადახედვა - NATO-ს შეთავაზებები რუსეთის მიმართ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში, ნატო-სა და რუსეთს შორის მიმდინარე სხდომის შემდეგ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტერბერგმა სამიტის მიმდინარეობა მიმოიხილა.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ NATO-სა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების პროცესი მარტივი არ იქნება, მხარეებს შორის დიალოგის დაწყება, უკვე დადებითი ნიშანია.

„კონკრეტულად მოკავშირეები დაინტერესებული არიან სამხედრო წვრთნებზე გამჭვირვალობის ზრდით, რათა თავიდან იყოს არიდებული სახიფათო სამხედრო ინციდენტები და შემცირებული იყოს კოსმოსური და კიბერსაფრთხეები. მოკავშირეებმა ასევე შესთავაზეს რუსეთს გადაიხედოს შეიარაღების კონტროლი, განიარაღება, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, მათ შორის განხილული იყოს ორმხრივი შეზღუდვები რაკეტებზე და განხილული იყოს ბირთვული პოლიტიკა“, - აღნიშნა იენს სტოლტემბერგმა იმ შეთავაზებების შესახებ, რომლებიც ალიანსს რუსეთთან აქვს.