აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვენდი შერმანის განცხადებით, ყველა ქვეყანას სუვერენული უფლება აქვს, თავისი გზა თავადვე აირჩიოს. უკრაინა და საქართველო კი, ნატო-ში გაწევრიანების გრძელვადიან პროცესს, უკვე გადიან.
მისივე განცხადებით, ნატო-ს კარი ყველა იმ ქვეყნისთვის ღიაა, რომელსაც ალიანსში გაწევრიანება თვითონვე უნდა.
„დღეს, მე კიდევ ერთხელ დავადასტურე საერთაშორისო სისტემისა და ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები: ყველა ქვეყანას სუვერენული უფლება აქვს, თავად აირჩიოს საკუთარი გზა. ნატო-ში გაწევრიანების პროცესს თავისი მკაფიო ეტაპები აქვს. ეს არის MAP-ის პროცესი. უკრაინა ამ პროცესს გადის. ამას დრო სჭირდება. დიდი სამუშაოა საჭირო, რათა ნატო-ს მაღალი სტანდარტები დაკმაყოფილდეს. იგივე ეხება საქართველოსაც“, - განაცხადა ვენდი შერმანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press