ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ, Human rights watch-მა 2021 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში, 2021 წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და სახელმწიფოში არსებული ოპოზიციური ძალების დაპირისპირების ფონზე, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ რეგრესი განიცადა.
ანგარიში მიმოხილვითი სახის იყო, რომელშიც საუბარი გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის (ლგბტ+ ადამიანთა უფლებების დარღვევის) საკითხებს, არჩევნებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულების არაეფექტიან გამოძიებას, ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებსა და მედიის თავისუფლებას უკავშირდებოდა.
„თბილისი პრაიდის მსვლელობაში მონაწილე პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაცვლად, ხელისუფლების წევრებმა, მოვლენებში, მაინც ორგანიზატორები დაადანაშაულეს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტი, ასევე, აგვისტოში, ევროკავშირის მიერ გაკეთებული განცხადებასაც ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველომ 75 მილიონი ევროს მისაღებად მართლმსაჯულების რეფორმების პირობები, შესაბამისად ვერ შეასრულა.
ანგარიშში, საუბარი საქართველოში გამოცხადებულ ბოიკოტზე, შარლ მიშელის დოკუმენტზე, შემდეგ მმართველი გუნდის მიერ მის ანულირებასა და უკვე არჩევნებზე უცხოელი, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებს ეხება. ასევე, ნინოწმინდის პანსეონში მიმდინარე შემთხვევებზე, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა კოდექსში შეტანილ ცვლილებებსა და ომბუდსმენის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატისათვის გაგზავნილი 133 საჩივრის შესახებ იყო მოთხრობილი (ბოლოს აღნიშნული კი, ციხის თანამშრომლებისა და სამართალდამცავების მიერ, შესაძლო ჩადებილი დანაშაულებებას უკავშირდებოდა).
„ჟურნალისტებმა და მედიის წარმომადგენლებმა არაერთი მუქარა და თავდასხმა აიტანეს, 2021 წლის განმავლობაში“, - ამის თაობაზე კი, ანგარიშს ცალკე ქვეთავი ეთმობა. ორგანიზაცია 5 ივლისს მომხდარ მოვლენებთან და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ერთად, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე, თებერვალში მომხდარ თავდასახმასაც იხსენებს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press