"ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მათი პარტია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ „არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე“ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მუშაობს.
მელიას თქმით, კომისიის შექმნის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც ინსპექტორის სამსახური გაუქმდა.
,,ჩვენ გვაქვს სურვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის. აქ იგულისხმება რამდენიმე საგამოძიებო კომისია. ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით შევცვალეთ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმეს და მთლიანად დასკვნასაც კი აუქმებენ. საჭირო გახდა გამოგვეყენებინა ნებისმიერი სხვა ოდნავ მიახლოებული ბერკეტიც კი, როგორადაც მიგვაჩნია საგამოძიებო კომისია.", - განაცხადა ნიკა მელიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press