„ვერ მოვისმინეთ ადეკვატური პასუხი ან რაიმე რეაქცია ჩვენ წინადადებებზე ჩვენივე პარტნიორებისგან. ყველაფერი, მათი შეშფოთება, რუსეთის სავარაუდო აგრესიული ქცევის გარშემო ტრიალებდა, განსაკუთრებით უკრაინის მოვლენების კონტექსტში“, - ამის შესახებ, ეუთო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელმა, ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფაქტი, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებში ალიანსი საბრძოლო ტექნიკას განათავსებს, რუსეთის ეროვნული ინტერესებს უშუალო საფრთხეს უქმნის.
„მინდა დაუყოვნებლივ ვთქვა, რომ ვერ მოვისმინეთ ადეკვატური პასუხი ან რაიმე რეაქცია ჩვენ წინადადებებზე ჩვენივე პარტნიორებისგან. ყველაფერი, მათი შეშფოთება, რუსეთის სავარაუდო აგრესიული ქცევის გარშემო ტრიალებდა, განსაკუთრებით უკრაინის მოვლენების კონტექსტში. სამიტზე აქცენტი, რა თქმა უნდა, გაკეთდა შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ქცევაზე, რომლებიც აგრძელებენ სამხედრო ქმედებებს ალიანსში გაწევრიანებული სახელმწიფოების ტერიტორიებზე და იქ განათავსებენ საბრძოლო ტექნიკას, რაც პირდაპირ და უშუალო საფრთხეს უქმნის რუსეთის ეროვნული ინტერესებს“, - ალექსანდრე ლუკაშევიჩი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის კონსულტაციები ვენაში დასრულდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press