აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა. CBS News-ის ცნობით, საქმე ბალისტიკური რაკეტების პროგრამის გაგრძელებისა და ახალი ზებგერითი რაკეტის ცდებს უკავშირდება, რომლის გამოცდის პროცესსაც 11 იანვარს, ამავე სახელმწიფოს ლიდერი, კიმ ჩენ ინი დაესწრო.
გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვები 4 ჩინეთისა და ერთ რუსეთის მოქალაქეებსეხებათ. მედიის ცნობით, ამ ადამიანებს ჩრდ. კორეის სარაკეტო პროგრამასთან და შეიარაღებულ ძალებთან კავშირები ჰქონდათ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, იმის გამო, რომ ჩრდ. კორეა საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების უხეშ დარღვევასა და დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვას კვლავ განაგრძობს, ამ ყველაფერს, აშშ-ს მხრიდან შესაბამისი პასუხი მოჰყვება.
მედიის ცნობით, ჩრდ. კორეის თავდაცვითი ძალების გასაზრდელად, აღნიშნული სახელმწიფო, უახლოეს მომავალში, კვლავ აპირებს ახალი რაკეტების საგამოცდო პროცედურების გაგრძელებას.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press