Foto

საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის „ომიკრონ” შტამის 1 096 შემთხვევაა დადასტურებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის „ომიკრონ” შტამის  1096 შემთხვევაა დადასტურებული.

„13 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“  1096 შემთხვევა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოშ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 567ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი.