კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ქვედანაყოფებმა სომხეთიდან, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთიდან ალმათი დატოვეს და თავიანთი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდნენ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ყაზახეთიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაყვანა ორი დღის წინ დაიწყო და 19 იანვარს უნდა დასრულდეს.
ცნობისთვის, 4 იანვარს ყაზახეთის ხელისუფლებამ თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გაგრძელდა. ამასთან, მასობრივი არეულობის ფონზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამასთან, მასობრივი არეულობისას ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებს დასახმარებლად მიმართა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press