„არ ვაპირებთ წავახალისოთ გავლენის სფეროები, ჩვენ არ ვაპირებთ შეზღუდვას ერების უფლებაზე, აირჩიონ ალიანსები; ჩვენ არ წავახალისებთ პრივილეგიის მინიჭებას რომელიმე ერთი ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებებზე“, - ამის შესახებ, ეუთო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეუთო-ში მხოლოდ ერთი სახელმწიფოა, რომელიც თავის ორი მეზობლი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა და მათი ნების საწინააღმდეგოდ ათავსებს ძალებს - ეს რუსეთია. „დიალოგის პარალელურად, ჩვენ უნდა ვიყოთ მკაფიო, რომ არ ვაპირებთ წავახალისოთ გავლენის სფეროები, ჩვენ არ ვაპირებთ შეზღუდვას ერების უფლებაზე, აირჩიონ ალიანსები; ჩვენ არ წავახალისებთ პრივილეგიის მინიჭებას რომელიმე ერთი ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებებზე. სიმართლე გითხრათ, ეუთო-ში მხოლოდ ერთი სახელმწიფოა, რომელიც შეიჭრა თავის ორ მეზობელში და თავისი ნების საწინააღმდეგოდ ათავსებს ძალებს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე და ეს არის რუსეთი“, - აღნიშნა ელჩმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press