დღეს, უკრაინის მთავრობაზე კიბერშეტევა განხორციელდა. ზოგიერთმა სახელისუფლებო ვებგვერდმა ხელმისაწვდომობა, დროებით დაკარგა, შეტევას კი თან შეტყობინება უძღვოდა - „გეშინოდეთ და ყველაზე ცუდს მოელოდეთ“. აღნიშნულის შესახებ ამბავს Reuters იუწყება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენლის განცხადებით, იმაზე საუბარი, თუ ვინ შეიძლება კიბერთავდასხმის უკან იდგეს, ძალიან ადრეა. ამის მიუხედავად, იგი მაინც აღნიშნავს, რომ მსგავსი შეტევები უკრაინაზე, რუსეთს წარსულში განუხორციელებია.
თავდასხმის სამიზნე საგარეო საქმეთა სამინისტრო, მინისტრის კაბინეტი და უსაფრთხოებისა და დაცვის საბჭო იყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press