Foto

თენგიზ ცერცვაძე - „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს ვიდრე „დელტა", თუმცა ჯამში, სიკვდილობა და ჰოსპიტალიზაცია, მაინც იზრდება

„დიახ, „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს ვიდრე „დელტა" შტამი და ნაკლებ სიკვდილობას, თუმცა სერთო ჯამში, სიკვდილობა და ჰოსპიტალიზაცია იზრდება“, - აღნიშნულის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი სიტყვით, ამერიკაში, ევროპაში და სავარაუდოდ, მომავალში უკვე საქართველოშიც, ავადმყოფების რაოდენობა იმდენად აჭარბებს უკვე „დელტა“ შტამით ინფიცირებულთა რაოდენობას, რომ სხვაობა ფარავს მეტობით იმას, რომ "ომიკრონი" იწვევს ნაკლებ სიკვდილობას. 

„დიახ, „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს ვიდრე „დელტა" შტამი და ნაკლებ სიკვდილობას, თუმცა, პროცენტი ჯერ არავის განუსაზღვრავს. მაგრამ, რაოდენობა ავადმყოფების იმდენად აჭარბებს უკვე ამერიკაში, ევროპაში და სავარაუდოდ, მომავალში უკვე საქართველოში "დელტა" შტამით ინფიცირებულთა რაოდენობას, რომ ეს რაოდენობაში სხვაობა ფარავს მეტობით იმას, რომ "ომიკრონი" იწვევს ნაკლებ სიკვდილობას. ჯამში, სიკვდილობა და ჰოსპიტალიზაცია იზრდება“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.