სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრში მამაკაცი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტო იუწყება.
სააგენტოს ცნობით, გარდაცვლილ პირს არ სოციალურად დაუცველის სტატუსი და სოციალური დახმარების მიმღებ პირს არ წარმოადგენდა.
„სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადება: სამტრედიაში მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ, სოციალური მომსახურების სერვის ცენტრში მამაკაცის გარდაცვალების თაობაზე, განვმარტავთ, რომ გარდაცვლილ მოქალაქეს არ ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი და არ წარმოადგენს სოციალური დახმარების მიმღებ პირს.
აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრში გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან 6 წუთში მივიდა. ადგილზე მისულ ეკიპაჟს კი მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press