აშშ და ნატო მზადყოფნას გამოთქვამენ, კვლავ განაგრძონ დიპლომატიური, ორმხრივი დიალოგი რუსეთთან, – ამის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში აშშ და ნატო კვლავ მოუწოდებენ რუსეთს, მიიღოს ზომები უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარ აგრესიის დეესკალაციისთვის.
„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს ნატო–ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ესაუბრა, რათა განეხილათ ნატო–რუსეთის მიმართ შემდგომი ნაბიჯები. შეერთებული შტატები და ნატო მზად არიან კვლევ შეხვდნენ რუსეთს და მზადყოფნას გამოთქვამენ, კვლავ განაგრძონ დიპლომატიური, ორმხრივი დიალოგი. შეერთებული შტატები და ნატო–ს მოკავშრეები გაერთიანებულნი არიან დიპლომატიურ გზაზე და მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის დეესკალაციისთვის“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press