Foto

სახელმწიფო დეპარტამენტი – აშშ და ნატო მზადყოფნას გამოთქვამენ, რუსეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ

აშშ და ნატო მზადყოფნას გამოთქვამენ, კვლავ განაგრძონ დიპლომატიური, ორმხრივი დიალოგი რუსეთთან,  – ამის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში აშშ და ნატო კვლავ მოუწოდებენ რუსეთს, მიიღოს ზომები უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარ აგრესიის დეესკალაციისთვის.

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს ნატო–ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ესაუბრა, რათა განეხილათ ნატო–რუსეთის მიმართ შემდგომი ნაბიჯები. შეერთებული შტატები და ნატო მზად არიან კვლევ შეხვდნენ რუსეთს და მზადყოფნას გამოთქვამენ, კვლავ განაგრძონ დიპლომატიური, ორმხრივი დიალოგი. შეერთებული შტატები და ნატო–ს მოკავშრეები გაერთიანებულნი არიან დიპლომატიურ გზაზე და მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის დეესკალაციისთვის“, – ვკითხულობთ განცხადებაში.