სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2019–2020 წლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა ბიუჯეტის ფულით ავტომანქანებში ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი 863-ჯერ ჩაასხეს.
როგორც ანგარიშში წერია, მსგავსი შემთხვევა 44 მანქანაზე გამოვლინდა. ამ მიმართულებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 145.1 ათასი ლარი დახარჯა.
აუდიტის მონაცემებით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაიხარჯა 601.2 ათასი ლარის ღირებულების საწვავი, მათ შორის: 228.5 ათასი ლიტრი ბენზინი, ღირებულება − 442.5 ათასი ლარი და 77.0 ათასი ლიტრი დიზელი, ღირებულება − 158.7 ათასი ლარი.
"გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, გამოვლინდა 44 ავტომანქანაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 863 შემთხვევა.
ამ ავტომანქანებზე ჯამურად სულ ჩასხმულია 145.1 ათასი ლარის ღირებულების, 71,908 ლიტრი საწვავი. ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის ჩასხმა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ჩიპი მოხსნილია და მიმაგრებულია სხვა ავტომობილის ავზზე ან/და სხვა სახის რეზერვუარზე", – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
გარდა ამისა, 2019-2020 წლებში, მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. კერძოდ, ნაცვლად 10 სამორიგეო მანქანისა, მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 22 სამორიგეო მანქანით და 169 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით.
აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები. გამოვლინდა, რომ "აგაი" სისტემის ჩიპი მყარად არ იყო დამაგრებული 11 ავტომანქანაზე, მოხსნილი იყო 6 მანქანაზე, აქედან 4 "ჩიპის" ადგილმდებარეობა პასუხისმგებელი პირების მიერ ვერ დადგინდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press