Foto

საქართველოში კორონავირუსის 5 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 838 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 161 კვლევა ანტიგენის ტესტით და 26 677 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  995 687-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.43% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.60%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 304 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 928 441.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 449 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 3 222 შემთხვევა, აჭარა - 768, იმერეთი - 483, ქვემო ქართლი - 189, შიდა ქართლი - 203, გურია - 109, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 184, კახეთი -159, მცხეთა-მთიანეთი - 101, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -14.
 
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 771 საიდანაც:

• 4 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 848, აჭარაში - 606, იმერეთში - 814.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 967 პირი, მათ შორის, თბილისში - 436, აჭარაში - 108, იმერეთში - 249. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი,  მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 50, იმერეთში - 27.
• 2 051 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 249 - თბილისში, 568- აჭარაში.
• 46 327 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
 
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 6.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 15 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.