Foto

ყაზახეთის პროკურატურის ცნობით, საპროტესტო აქციებს 225 ადამიანი ემსხვერპლა

ყაზახეთში, მიმდინარე მშვიდობიანი აქციებს, რომლებიც მალევე სისხლისმღვრელ პროტესტში გადაიზარდა, სულ 225 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Guardian იუწყება.

„საგანგებო მდგომარეობის დროს, 225 ადამიანის ცხედარი მორგებში გადაასვენეს, რომეთაგანაც 19 სამართალდამცავი და სამხედრო პერსონალი იყო. დანარჩენები შეიარაღებული ბანდიტები იყვნენ, რომლებიც ტერორისტულ თავდასხმებში იღებდნენ მონაწილეობას. სამწუხაროა, რომ ერორისტული აქტების მსხვერპლნი, მშვიდობიანი მოქალაქეებიც გახდნენ“, - აღნიშნა ყაზახეთის გენერალურმა პროკურორმა სერიკ შალაბაევმა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში, 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამ დროისთვის, ქვეყნის გენერალური პროკურატურა 550-მდე სისხლის სამართლის საქმეს იძიებს. საპროტესტო აქციებზე დაშავებული 2 600 ადამიანი კი, საავადმყოფოში მკურნალობის პროცესს აგრძელებს. ბოლო ცნობების მიხედვით, მათგან 67 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.