ბათუმის ახალ ბულვარში, შტორმმა სანაპიროს ინფრასტრუქტურა დააზიანა. სანაპირო ბილიკი ხრეშით დაიფარა. დაზიანებულია ასევე, მიმდებარე მწვანე ზოლი და საშხაპეები.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, დაბინძურებული სანაპირო ზოლი, უკვე იწმინდება. ადგილზე მობილიზებულია დასუფთავების სამსახურიც.
„ახალ ბულვარში შტორმის შედეგად დაბინძურებული სანაპირო ზოლი დილიდან იწმინდება. ადგილზე მობილიზებულია შპს “სანდასუფთავების” სამსახურის რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა.
შტორმის შედეგად ძირითადად ქვა-ღორღით დაიფარა “აკვა-პარკის” მიმდებარე მონაკვეთი, სადაც დაზიანებული საპლაჟე ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში იქნება აღდგენილი.
ამ დროისათვის, სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა ისევ ნარჩუნდება და შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები თოვის ინტენსივობის შესაბამისად გაგრძელდება“, - წერია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press