გუშინ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ყოფილმა ქმარმა 35 წლამდე ასაკის ქალი გაგუდა. ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
თავდაპირველი მოსაზრებით, ქალის გარდაცვალების მიზეზად, ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, კაცმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ქალი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი გაზქურა მოუშვა და შემთხვევის ადგილი მიიმალა.
შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის, სამართალდამცავებმა გარდაცვლილის ყოფილი მეუღლე უკვე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press