წყალქვეშა ვულკანის, ჰინგა-ტონგას ამოფრქვის შედეგად გამოწვეულმა 1,2 მეტრიანმა ცუნამმა, კუნძულოვან სახელმწიფო ტონგაში სატელეფონო და ინტერნეტ კავშირი გაწყვიტა. მომხდარის გამო, კუნძულის 105 000 მაცხოვრებლების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოპოვება, ჯერჯერობით ვერ ხერხდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საკომუნიკაციო ხაზები ადგილობრივი დროით, შაბათს საღამოს, 19:00 სთ-ზე გაითიშა. სტიქიის შედეგად, დაიტბორა შენობა-ნაგებობები. დაზიანდა ინფრასტრუქტურაც.
,,დედაქალაქი ნუკუალალოფა ვულკანური მტვრის სქელი საფარითაა დაფარული, მაგრამ სხვა მხრივ სიტუაცია დასტაბილურებულია. ჯერ არ მიგვიღია ახალი ამბები, სხვა სანაპირო რაიონებიდან”, - აღნიშნა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press