რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობლების, უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ, ამიტომ საფრთხე რეალურია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კანადურ ტელეკომპანია „სიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია დიალოგში ჩართვა, რათა გამოიძებნოს პოლიტიკური გამოსავალი.
სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ერთადერთი აგრესორი არის რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორია ყირიმი, მხარს უჭერს დონბასში სეპარატისტებს და განახორციელა მასშტაბური კიბერთავდასხმები უკრაინის წინააღმდეგ.
სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი მზად არის რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად, თუმცა უარს არ იტყვის ძირითად პრინციპებზე.
„რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით, რომ ნატო-ს ჯარები არ უნდა გვყავდეს ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც ნატო-ში 1997 წლიდან გაწევრიანდნენ. ეს არსებითად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი წევრების ნახევარს ნატო-ს ჯარები ვერ დაიცავენ. მაშინ ისინი იქნებიან ნატო-ს მეორე კლასის წევრები. ჩვენ ამას არასდროს გავაკეთებთ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press