სოციალური მომსახურების სააგენტოს 400–მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
როგორც სოციალური მომსახურებისს სააგენტოს თანამშრომლები აცხადებენ, 4–თვიანი მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა, მათ ვერ მიაღწიეს მიზანს და გადაწყვიტეს, უკიდურეს ზომას მიმართონ.
"მათ აქვთ ძალიან დაბალი ხელფასები. იმდენად დაბალი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში არსებობაც კი შეუძლებელია ამ ანაზღაურებით. ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით პროტესტი, არაერთი შეხვედრა გვქონდა, არაერთი მედიაცია, თუმცა სამწუხაროდ, ყველა ეს შეხვედრა დასრულდა უშედეგოდ. შესაბამისად, დასაქმებულებს სხვა გზა არ დარჩათ გარდა იმისა, რომ მიმართონ პროტესტი ამ ფორმას და გაიფიცონ. 400-მდე თანამშრომელი უარს ამბობს შრომითი ვალდებულების შესრულებაზე იქამდე, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა "სოლიდარობის ქსელის" იურისტმა, დავით ომსარაშვილმა "მთავარ არხთან" საუბრისას.
ცნობისთვის, გუშინ სამინისტრო განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ სოციალური აგენტებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press