სახალხო დამცველი სანატორიუმ „ქართლის" შენობაში მცხოვრები დევნილი მამაკაცის თვითმკვლელობის ფაქტს ეხმაურება და ე.წ. ნგრევად ობიექტში მცხოვრები დევნილების დროულად განსახლებას მოითხოვს.
ომბუდსმენის განცხადებით, ქვეყანაში 90-მდე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ობიექტია.
"სახალხო დამცველი დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისას ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ე.წ. ნგრევად ობიექტში მცხოვრებ ოჯახებზე და ასეთი შენობებიდან მათ დროულად განსახლებას მოითხოვს. მოქმედი კანონმდებლობით, დევნილთა გრძელვადიანი განსახლება გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულათა სისტემის საფუძველზე ხორციელდება. გამონაკლისია საექსპერტო დასკვნით დადასტურებულ ნგრევად ობიექტში ცხოვრება, რა დროსაც იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლება პრიორიტეტულად, ქულათა სისტემის გათვალისწინების გარეშე არის შესაძლებელი. აღნიშნული დანაწესის მიუხედავად, სამწუხაროა, რომ ამ დრომდე მსგავს პირობებში ბევრ დევნილ ოჯახს უწევს ცხოვრება. ჩვენ ხელთ არსებული ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 90-მდე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ობიექტია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შენობების მდგრადობას საკუთარი ინიციატივით არ ამოწმებს, რის გამოც მათი რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყოს." - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press