დაწესებული რეგულაციები ადეკვატურია დამატებითი შეზღუდვები სამთო კურორტებზე არ იგეგმება. - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ამ ეტაპზე, დამატებითი რეგულაციები არ იგეგმება. თუ დადგება დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, ამ საკითხს საბჭოზე განვიხილავთ. ვთვლით, რომ ამ ეტაპზე, ის რეგულაციები, რაც დაწესებულია საკმაოდ ადეკვატურია“, - თქვა ნათია თურნავამ.
ამასთან, საკოორდინაციო საბჭო სამთო კურორტებზე მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ქვეყანაში კოვიდ19-ის გამო დაწესებული რეგულაციები.
„მნიშვნელოვანია, სამთო კურორტებზე ვინც არის დასასვენებლად ჩასული, მაქსიმალურად დაიცვან ის წესები და რეგულაციები, რაც არსებობს ქვეყანაში, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press