„ჩემი სრული სოლიდარობა ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან დათხოვნილ გამოცდილ, პატიოსან, პატრიოტ და ძალიან კომპეტენტურ თანამშრომლებს. ჯერ სახელმწიფო აპარატიდან გააძევეს კომპეტენტური და წესიერი თანამშრომლები და ახლა გადავიდნენ სხვა, არა უშუალოდ მმართველობითი ფუნქციების განმახორციელებელ ორგანოებზე“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიმართვას აცხადებს.
ექს-პრეზიდენტის სიტყვით, საქართელოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროცესებით, იკარგება ათწლეულობით გამომუშავებული ღირებული გამოცდილება და ინგრევა ტრადიციული სამეცნიერო სკოლები.
„ჩემი სრული სოლიდარობა ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან დათხოვნილ გამოცდილ, პატიოსან, პატრიოტ და ძალიან კომპეტენტურ თანამშრომლებს. ჯერ სახელმწიფო აპარატიდან გააძევეს კომპეტენტური და წესიერი თანამშრომლები და ახლა გადავიდნენ სხვა, არა უშუალოდ მმართველობითი ფუნქციების განმახორციელებელ ორგანოებზე. იკარგება ათწლეულობით გამომუშავებული ძალიან ღირებული გამოცდილება. ინგრევა ტრადიციული სამეცნიერო სკოლები. ეს უბედურება რაც შეიძლება მალე უნდა შევაჩეროთ!“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press